ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

ამ თანამდებობებზე მხოლოდ თითო-თითო კანდიდატი დასახელდა, – საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მანანა ბარბაქაძე, მოადგილის – გივი თხელიძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე – გივი ხიჯაკაძის.

საკრებულოს სხდომაზე 31 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა 24 დეპუტატმა მიიღო. მანანა  ბარბაქაძის არჩევას  მხარი 24-ვემ დაუჭირა.

ფრაქციების „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს “რესპუბლიკელ” თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს დეპუტატებმა იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

წყარო: “ჩემი ხარაგაული”

 

ავტორი: ნიუპრესი

Comments
Loading...