ხათუნა ხოფერია: სირცხვილია!


მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საგარეჯოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს სოციალური ქსელიდან ეხმიანება.

ხათუნა ხოფერიას განცხადებით, საგარეჯოს საოლქო კომისიაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვან პირთა შესახებ განცხადება შევიდა. სამხედრო ნაწილის მეთაურებმა საგარეჯოს უახლეს ისტორიაში სამხედრო მოსამსახურეების რეკორდული რაოდენობა წარადგინეს.

„ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა ! ! ! …

დღეს, საგარეჯოს საოლქო კომისიაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვან პირთა შესახებ განცხადება შევიდა. სამხედრო ნაწილის მეთაურებმა საგარეჯოს უახლეს ისტორიაში სამხედრო მოსამსახურეების რეკორდული რაოდენობა წარადგინეს.

მ უ ხ რ ო ვ ა ნ ი-549 სამხედრო მოსამსახურე!!!

2012 წელი- 0

2013 წელი- 73

2014 წელი- 96

2015 წელი- 549 !!!!!!!!!!!..

ა ლ დ ო- 70 სამხედრო მოსამსახურე!!!!

ამომრჩევლის ასეთი რაოდენობა ახალი საარჩევნო უბნის შექმნას ითვალისწინებს!!!!… შესაბამისად, კიდევ ერთი საარჩევნო კომისიის შექმნას!!!! და კიდევ ერთ დიდ კითხვის ნიშანს სვამს თავდაცვის მინისტრის წინასაარჩევნო მანიპულაციებთან დაკავშირებით!!!!!

სოფელ უჯარმას მე-13 უბნის 360 ამომრჩეველის ბიულეტინებს, თავდაცვის სამინისტროს მიერ „შერჩეული” 549 ხმა დაემატება!!!!?????

რასაც მივიღებთ იმ შედეგზე პასუხისმგებელი პირადად თინა ხიდაშელი იქნება!!!!! ამის პირობას გაძლევთ!!! პირადად თავდაცვის მინისტრს უნდა მოეთხოვოს პასუხი უჯარმელების ნაცვლად გაკეთებულ არჩევანზე!!!!!

ჭკუას მოეგეთ!!!!!!!!!!!

პატივი ეცით ხალხს, საგარეჯოელებს, უჯარმელებს, საქართველოს!!!!!

ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!!!!”- წერს ხოფერია

Leave A Reply

Your email address will not be published.