ხათუნა სამნიძე – საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სუს-ის თანამშრომლები პარტიის წევრებთან მუშაობას აგრძელებენ, რათა მათ პარტია დატოვონ

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუს-ის თანამშრომლები ”რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აგრძელებენ მუშაობას, რათა მათ პარტია დატოვონ, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს “რესპუბლიკურმა პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.
სამნიძის განმარტებით, ეს ტენდენცია დღეს არ დაწყებულა, მაგრამ ის გაძლიერდა და უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნის დროს, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროსაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების უხეშ ჩარევას.

“რესპუბლიკურმა პარტიის” თავმჯდომარის ინფორმაციით, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ პარტიის დატოვების პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.

”პარტიის რამდენიმე ადგილობრივმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება ბრიფინგის გამართვით. არიან პარტიის წევრები, რომლებმაც ასევე გადაწყვიტეს პარტიის დატოვება. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ ეს არის სისტემურად გაკეთებული. ადამიანები, ვისთვისაც პარტიის დატოვება არჩევნების შემდეგ სასწრაფო არ იყო, დღეს უკვე ისინი – განსაკუთრებით საკრებულოებში თანამდებობაზე მყოფი პირები, იღებენ გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ, რათა ამით დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი პოზიციები ადგილებზე. არიან ადამიანები, ვინც თვლის, რომ იმ ვითარებაში, როცა პარტიიდან დავით უსუფაშვილი გავიდა, პარტია მათაც უნდა დატოვონ და მათ სხვა არგუმენტი არა აქვთ. უმეტესობა ვინც პარტია დატოვა, მათი არგუმენტი არ არის იდეოლოგიური, ღირებულებითი სხვაობა ან სამომავლო გეგმები – ისინი წასვლის მიზეზს არ ასახელებენ. მაქვს საფუძველიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ მათთან ”მუშაობენ”, რათა შეუქმნან ისეთი განწყობა, რომ თუ პარტიას არ დატოვებენ, მათ ადგილებზე – საკრებულოებსა თუ გამეგეობებში მუშაობა გაუჭირდებათ. მე მათ გადაწყვეტილებაში ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას არ ვხედავ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ.

წყარო:ipn.ge

Comments
Loading...