“ხაზგასმით ვამბობ დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეუვალი და უკომპრომისო,”- შს მინისტრი

ხაზგასმით ვამბობ დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეუვალი და უკომპრომისო,”- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ პოლიცია კანონის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით იმოქმედებს და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულთან.

მღებრიშვილი ამბობს, რომ პირი რომელიც დაარღვევს კანონს და არ დაემორჩილება პოლიციას დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში.

ამასთან შს მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება და ერთად მოხერხდება ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. შს მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროში ძირეული რეფორმების პროცესი იწყება.

Comments
Loading...