“ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი დააფარეს და გაგუდეს” – გერმანიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოში დააკავეს

18 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა.19 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე, ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გახდა ცნობილი.

უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი უპრეცედენტო ოპერაცია ჩაატარეს. სამართალდამცველებმა 3 წლის წინ, გერმანიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.

განსაკუთრებით ნაყოფიერია თანამშრომლობა გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს შორის. მუდმივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, ერთობლივად არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე გაიხსნა.

ამჯერად, საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს.

გერმანელი სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი თანამზრახველი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება და შეფარდებული აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, 2013 წლის 22 ივნისის ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან “როლექსის” მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული

Comments
Loading...