“ხელისუფლება მხოლოდ ერთ რამეშია დამნაშავე, რომ ჩიორასნაირები კიდევ გარეთ არიან…”

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ ჩიორასნაირები კიდევ გარეთ არიან. მათზე, როგორც რეჟიმის წარმომადგენლებზე, ნირნბერგის ტრიბუნალის ანალოგიური პროცესი უნდა ჩატარებულიყო და ყველა დასჯილიყო. „ნაციონალებმა” ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს. მათ თაობები მოსპეს და გაანადგურეს. უაზრო კანონებიდან დაწყებული, მრავალი მძიმე დანაშაულით დამთავრებული. არასამთავრობო ორგანაზაციებს აკეთებინებდნენ და აკეთებინებენ ყველაფერს, რაც სურთ. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ სამართლიანობა არ აღდგა. იმ ადამიანებმა, რომლებიც რეჟიმს ვერძოდით, ამ რეჟიმის ნარჩენებისგან დღეს ასეთი უაზრო გამოსვლები მივიღეთ ევროპული ტრიბუნებიდან. სხვათაშორის, ორი კვირის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და აბსოლუტურად საწინააღმდეგო განწყობა აქვთ ევროპელ პარლამენტარებს, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს დღემდე კატეგორიულად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღევანდელ მთავრობას, ძალიან კარგად არიან განწყობილი და პოზიტიურად უყურებენ იმ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ჩვენ ნამდვილად ვდგავართ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. „ნაციონალებს” თვითონაც არ სჯერათ, რასაც ამბობენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ისინი თავის დროზე რომ დასჯილიყვნენ, დესტრუქციული ელემენტებისგან გაცილებით უფრო გაწმენდილ საქართველოს მივიღებდით,” – განაცხადა მოროშკინამ.

“რეპორტიორი”

Comments
Loading...