ხელისუფლებას ნუ ექნება იმედი რომ “რუსთავი2” გუნდრუკს დაუქნევს – დავით დვალი

ტელეკომპანია “იმედი”-ს ახალი თოქ-შოუს სტუმრები იყვნენ ქიბარ ხალვაში და დავით დვალი, რომლებმაც “რუსთავი2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრეს.

დავით დვალის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ტელევიზიას მათ მიაკუთვნებს, არხი ისეთივე კრიტიკული იქნება როგორც აქამდე. დვალი მიმართავს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ნუ ექნებათ იმის იმედი, რომ “რუსთავი2” მათ გუნდრუკს დაუკრავს.

“არ იქნება ეს ის ტელევიზია, რომელიც გუნდრუკს დაუქნევს ხელისუფლებას და ნაკლები ან უფრო მწვავე კრიტიკა არ იქნება, თამამად შემიძლია დღესვე დავპირდე” – განაცხადა დავით დვალმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.