ხელოვნება – სიკეთისთვის!!!! (წიგნის “შავი ლაქა” რეპრეზენტაცია პოეზიის საღამოს თანხლებით)

პარასკევს, 29 იანვარს, 5 საათზე, ჯავახიშვილის სააქტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო აქცია პოეზიის საღამოს თანხლებით. ამავდროულად ჩატარდება მწერალ კოტე კირვალიძის წიგნის “შავი ლაქა” რეპრეზენტაცია. აქციის სახელწოდებაა “ხელოვნება სიკეთისთვის!” ოცამდე მწერალი და პოეტი შეიკრიბება საზოგადების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაყიდიან საკუთარ საავტორო წიგნებს დ შემოსული თანხას გადარიცხავენ მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობის ფონდში. აქციის ორგნიზატორია კოტე კირვალიძე, რომელიც აცხადებს, რომ აქცია არ იქნება ერთჯერდი სახის და ის გაგრძელდება.

ასევე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები და პოეტები, მათ შორის:
რუსა ამირეჯიბი(მწერალი), ნინო ამირეჯიბი(მწერალი), ვასო გოლეური(მწერალი), ანი ნოზაძე(პოეტი), მეცამტე თვის პოეტები და სხვა…

დამატებითი ინფორმაცია შეგიძიათ იხილოთ ფეისბუქ გვერდზე > დააჭირეთ აქ

Leave A Reply

Your email address will not be published.