“ხელოვნური სუნთქვა“ შესაძლოა, ფილმის სახით გაგრძელდეს

სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა, შესაძლოა, ფილმის სახით გაგრძელდეს.

როგორც „მიუზიკ ბოქსს“ სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სერიალი  სპონსორის მოძიებას ვერ მოახერხებს.

„თუ ვერ მოვახერხეთ სპონსორის მოძიება და ახალი სეზონის გადაღება, მაშინ იმ კითხვის ნიშნებს, რაც გაჩნდა წინა სეზონზე, ფილმში გავცემთ პასუხს. ტექნიკური, შემოქმედებითი და ფინანსური კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ და ვნახოთ რა მოხდება. არ მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელმაც ყალბი დაპირებები გასცა, ამიტომ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნავს საღინაძე.

სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა.

Comments
Loading...