ხიდაშელი: ეს საკმარისი არ არის, ‎სუს-ის‬ პასუხს ველოდები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებას მოითხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კეთდება რუსული პროპაგანდისა და პოლიტიკის აღკვეთისთვის.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„ეს საკმარისი არ არის, ‪#‎სუს-ის‬ პასუხს ველოდები!

სასიამოვნოა, რომ ჩემი დილანდელი მოწოდება და შემდეგ რესპუბლიკელების საკონსტიტუციო სარჩელის იდეა ასე აიტაცა პოლიტ სპექტრმა. საზმაუც მიხვდა ნაშუადღევს, რომ სხვაგვარად შეიძლებოდა. დიდებულია და კარგია 🙂 ამოცანაც ეს არის, ერთიანი ვიყოთ ასეთ დროს.
თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ამაზე ვერ გადავატარებთ.

ხელისუფლების, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების როლი და ფუნქცია გაცილებით დიდია, და შესაბამისად, როდესაც ყველა ერთად პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, და ბოლოს პრემიერიც, სრულიად პოლიტსპექტრი (ისე უბლოკოსგან არაფერი გამიგია და ხომ არ მოგიკითხავთ) ერთ აზრზეა და ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ეჭვმიტანილად აცხადებს პარტიას, რომელსაც როგორც ჩანს დაფინანსება აქვს, ამბობენ დაცვით დადიანო, ხელისუფლება მფარველობსო და ა.შ.

ჩემი დილანდელი SOS ‪#‎სუსი‬ ძალაშია და სანამ მათგან არ მოვისმენთ განმარტებებს, რა ზომებს ატარებენ რუსული პროპაგანდის, ქართულ პოლიტიკაში რუსული აგრესიის და რუსული პოლიტიკის აღკვეთისთვის ყოველ დილით შეგახსენებთ ხოლმე თავს!“, – წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...