ხიდაშელი: რუსეთის ელჩმა მითხრა,რომ ჩვენთან ხელისუფლება შეიცვლება ისე,როგორც მათ სურთ

“ეუთოში რუსეთის ელჩმა პირდაპირ მითხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს. ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი ერთგულება რუსეთს აწუხებს “– ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა “TV პირველის” ეთერში განაცხადა

„გასულ კვირას ეუთოში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით ძალიან მარტივი რამეები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს… თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები“, -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

„მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო, და ვერ უთხრა რომ რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს“,– აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

Comments
Loading...