ხიდაშელი-“თავდაცვის სამინისტროში იცოდნენ,მე უბრალოდ დამიმალეს და არ მითხრეს”…(ვიდეო)

https://youtu.be/ArP4eu6aDlo

ჯარისკაცების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე და მომხდარ ინციდენტში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საუბარი ქართველი ჯარისკაცების დანაშაულზე ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება თავდაცვის უწყებიდან 6 პირის გათავისუფლების საკითხს, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გათავისუფლებული პირებიდან არცერთს არ აქვს შემხებლობა შესაძლო ჩადენილ დნაშაულთან. მისი თქმით, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის , რომ გენშტაბმა და უწყების კიდევ რამდენიმე წევრმა არსებული ინფორმაცია მას დაუმალეს. ხიდაშელის თქმით, მას შემდეგ რაც ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე და იქ საუბარი იყო ქართველ ჯარისკაცებზე, მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მომხდართან ქართველ ჯარისკაცებს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ, ის დაინტერესდა იყო თუ არა ინფორმაცია შესაძლო ძალადობაზე მაშინ , როდესაც ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიას ახორციელებდნენ. ხიდაშელი ამბობს, რომ გენშტაბმა მსგავსი ინფომრაციის არსებობა არ დაადასტურა, დღეს კი გაეროს ანგარიშიდან გაირკვა, რომ ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისიაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ იქნა გარკვეული დანაშაული. ხიდაშელის თქმით, საუბარია არა ქართველი ჯარისკაცების დანაშაულში მონაწილეობაზე, არამედ ფაქტზე, რომ როდესაც გარკვეული ტიპის დანაშაულები ხდებოდა , მაშინ ქართული ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ მისიაში.

წყარო PIRVELIRADIO.GE

Comments
Loading...