ხინჩეგაშვილმა თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობა შეინარჩუნა

მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ თავისუფალ ჭიდაობაში განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

57 კგ. წონით კატეგორიაში რეიტინგს საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ლიდერობს.

თავისუფალი სტილის სხვა წონით კატეგორიებში კი ქართველი მოჭიდავეები შემდეგ პოზიციებზე არიან:

61 კგ. ბექა ლომთაძე – 10 ადგილი.
65 კგ. ავთანდილ კენჭაძე – 14 ადგილი.
70 კგ. დავით ტლაშაძე – 11 ადგილი.
74 კგ. ჯუმბერ ყველაშვილი – 8 ადგილი.
86 კგ. სანდრო ამინაშვილი – 3 ადგილი.
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე – 4 ადგილი.
125 კგ. გენო პეტრიაშვილი – 3 ადგილი.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში:

66 კგ. შმაგი ბოლქვაძე – 11 ადგილი.
71 კგ. მინდია წულუკიძე – 15 ადგილი.
75 კგ. ზურაბ დათუნაშვილი – 17 ადგილი.
80 კგ. ლაშა გობაძე – 2 ადგილი.
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი – 11 ადგილი.

Comments
Loading...