ხმაური სასამართლოში – მოსამართლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაკავებულების ახლობლებმა გააპროტესტეს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა.

დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იმართება.

Comments
Loading...