“ხმის ქურდებს თავდაცვას არ ვანდობთ” (აქცია თავდაცვის სამინისტროს წინ, 18 ნოემბერი, 15:00)

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“ გამართავს საპროტესტო აქციას მოთხოვნით – გადადგეს თინა ხიდაშელი. აქცია გაიმართება თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ, 18 ნოემბერს , 15:00 საათზე.
წარმოუდგენელია ისეთი უწყება, როგორიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროა, ებარებოდეს თინა ხიდაშელს, ქვეყნის საკეთილდღეო ინტერესებზე ყველაზე ნაკლებად მოტივირებულ და უპასუხისმგებლო მინისტრს.
იმის მაგივრად, რომ მინისტრი ფიქრობდეს ქართული ჯარის განვითარებაზე, გაძლიერებასა და იმ რეალური სტანდარტების დამკვიდრებაზე, რაც იქნება გარანტი ჯარის სისტემის სრულყოფილების , ხიდაშელი, პირიქით, ცდილობს დაასუსტოს და მისი გრანტიჭამია ორგანიზაციები თბილისის პარლამენტის შენობასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების მოთხოვნითა და პარლამეტში ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტის მხარდასაჭერად, აქციას მართავენ. გამოსავლად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება ესახებათ და არა — რეფორმის გატარება, რომელიც შეძლებს იმ ნორმის დარეგულირებას, რომელიც ჯარს სრულყოფილს გახდის. ასევე იგივე ორგანიზაციები ქვეყნის ნარკოტიზაციას უჭერენ მხარს.
თინა ხიდაშელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც უნდა აკეთებდეს, რაც მისი მოვალეობაცაა და არამარტო უფლებამოსილება, იგი, რეალურად, არასამართლებრივი გზებით ცდილობს ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას, თავისი პარტიის სასარგებლოდ. პარტია, რომელიც ვერ ცდება ამომრჩევლის რაოდენობის 2%-იან საფეხურსაც კი , წარმოადგენს პროტოტიპს ჩვენი წინამორბედი ხელისუფლებისა. ამის მაგალითია, საგარეჯოს რაიონში ჩატარებული შუალედური არჩევნები, რომლის პროცესის მიმდინარეობისას მინისტრმა მოირგო ცესკოს თანამშრომლის როლი და უშუალოდ დაითვალა ხმები თავისი კანდიდატის — თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს არჩევნები სწორედ მათი თაოსნობით გაყალბდა, რეალურად კი ირმა ინაშვილი ლიდერობდა.
შეგახსენებთ, ეს ის მინისტრია, რომელმაც:
1. 13 ივნისის ტრაგედიის დროს ბრძანა, ვერტმფრენებს ვერ გამოვიყენებდითო;
2. როდესაც კადრები გავრცელდა, მოითხოვა გამვრცელებლების დასჯა და არა — მოძალადეებისა და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების.
3. საგარეჯოში გააყალბა არჩევნები და ითვლიდა ხმებს, ანუ ნადავლს იბარებდა.

რესპუბლიკურ პარტიას, როგორც ფსევდო-ეროვნულ და ანტისარწმუნოებრივ ორგანიზაციას, აუცილებლად უნდა შეეზღუდოს უფლებები ახლავე, რომ არ მიაყენოს იდეოლოგიური ზიანი ჩვენს ქვეყანას. ისინი აქტიურად ლობირებენ და მხარს უჭერენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ძალებს, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან ქართულ , ეროვნულ ღირებულებებს, მუდმივად მანიპულირებენ ლგბტ თემებით და სხვა უზნეო მიმართულებებით.
ორგანიზაციის სახელით, „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“, მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავასრულოთ იდეოლოგიურად მოწამლული პარტიებისა და ორგანიზაციების ბოგინი და თარეში ჩვენს ქვეყანაში.

Comments
Loading...