ხობში 40 წლამდე მამაკაცმა ცოლ-შვილის თვალწინ ბენზინი გადაისხა

ხობში არაბი ეროვნების 40 წლამდე მამაკაცმა, იოსებ ამირმა თვითმკვლელობა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-შვილის თვალწინ ბენზინი გადაისხა.

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.

თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისმა მეუღლემ საზღვარგარეთ მასთან ერთად გამგზავრებაზე უარი განუცხადა. მათ სამი შვილი ჰყავთ.

“თავისუფალი პრესა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: თავისუფალი პრესა

Comments
Loading...