ხუხაშვილი: მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული რა ქვეყანას ვაშენებთ

016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველო“ 150 მანდატიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შედის, აღმასრულებელი ხელისუფლება ახალ მინისტრთა კაბინეტს წარადგენს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ დარჩება ძველი კაბინეტიდან და ვის ანდობენ მინისტრის პორთფელს “ოცნებაში”.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „აიპრესის“ კითხვაზე, მინისტრთა კაბინეტს ვინ აკომპლექტებს ბიძინა ივანიშვილი თუ გიორგი კვირიკაშვილი? პასუხობს და აცხადებს:

ეს კითხვა მეც მაქვს. სხვათა შორის ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული რა ქვეყანას ვაშენებთ. გადავდივართ ინსტიტუციურ მართვაზე, ანუ პრემიერმინისტრი არის პრემიერმინისტრი თუ ვაგრძელებთ ისეთ სისტემაში არსებობას, სადაც ინსტიტუტები არაფერს ნიშნავენ და ყველაფერს პიროვნებები წყვეტენ მიუხედავად თავისი სტატუსისა. ასე რომ, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ამ ფუნდამენტურ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. ესა არის კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ არ მაქვს. მირჩევნია დაველოდო მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და ამის შემდეგ გავაკეთო დასკვნა.

წყარო ipress.ge

Comments
Loading...