ხუხაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ნიშნობა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ცოტა პირი უნდა დავიბანოთ

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მხარდაჭერა “ნიშნობაა და ქორწილამდე დიდი დროა დარჩენილი”.

ხუხაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხდება ევროპაში ინტეგრაციის ცივილიზებული თამაშის წესების დაკმაყოფილება.

„თუ ხელისუფლების მხრიდან სათანადო განმარტება არ გაკეთდა, როგორც მივიღეთ ისე ჩამოგვართმევენ. მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ნიშნობა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და მანამდე ცოტა პირი უნდა დავიბანოთ. ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რამდენად მოვახერხებთ ყველა პარამეტრებით დავაკმაყოფილოთ ის ცივილიზებული თამაშის წესები, რაც ვიზალიბერალიზაციას თუ ევროპაში ინტეგრაციას უკავშირდება”, – განაცხადა გია ხუხაშვილიმა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გუშინ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.

Comments
Loading...