ხვალ ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება თბილისის რამოდენიმე რაიონს

ს.ს “თელასის” განცხადებით, ხვალ, 8 დეკემბერს, ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება ნაძალადევის, ვაკის, კრწანისის, საბურთალოსა და სხვა რაიონებს.
“ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო ელექტრომომარაგება 8 დეკემბერს დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, სოფელ გლდანის, ავშნის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ახალდაბის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის III, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში..

Leave A Reply

Your email address will not be published.