ხვალ მტკვრის დონე მოიმატებს

მდინარე მტკვრის დონე მოიმატებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინფო 9“ ავრცელებს.
როგორც „ინფო 9“- ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული თურქეთში წყალსაცავის დაცლას უკავშირდება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ  მტკვრის დონე გამთენიისას, სავარაუდოდ, 50-70 სანტიმეტრით აიწევს.

„თურქეთის ტერიტორიაზე დიდი ნალექი მოვიდა და წყალსაცავიდან ზედმეტი წყლის დაღვრის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენამდე მოვიდა შეტყობინება, რომ ეტაპობრივად უნდა დაიცალოს.

ჩვენს ტერიტორიაზე, მტკვარში წყლის დონე იმდენია, რომ მათ რა რაოდენობაც არ უნდა გამოუშვან, ჩვენზე ზეგავლენას არ მოახდენს.

საგანგაშო, სახიფათო სიტუაცია არ არის. ერთი მეტრიც რომ მოიმატოს თბილისში მტკვარმა ჩვეულებრივად გაატარებს კალაპოტი. შეიძლება, 50- 70 სანტიმეტრი მოიმატოს. რომ გამოვიდეს კალაპოტიდან, ან რამე დააზიანოს, ასეთი არაფერი მოხდება“, – განაცხადა „ინფო 9“-სთან გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროპროგნოზების განყოფილების უფროსმა, ქეთევან წიკლაურმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება გაფრთხილებულია.

Comments
Loading...