ხვალ, პეკინის გამზირი, ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩები გადაიკეტება

ხვალ, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე პეკინის გამზირი, ზ. ჟვანიას მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებული მონაკვეთი ორივე მიმართულებით გადაიკეტება. როგორც მერიაში აცხადებენ, პეკინის გამზირი საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით გადაიკეთება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. ამასთან, მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე. „სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას. სარემონტო სამუშაოებს შ.პ.ს „ბაზალტი 2011“ აწარმოებს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

Comments
Loading...