ხვალ საქართველოში -25 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი

31 იანვარს საქართველოში -5-დან -25 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი 31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.

“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს. სუბტოპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ipn.ge.ge
Comments
Loading...