ხვალ თბილისის ნაწილს სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა 10:00-დან 16:00 საათამდე დაბა წყნეთის ნაწილს, მახათის მთის, ცაიშის, ქვალონისა და თვალჭრელიძის ქუჩებს, ხოლო 10:00-დან 18:00 საათამდე ჩაიკოვსკის, ბერიძის, ჩიტაძისა და ჭონქაძის ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, ჭიაურელის, ლუბლიანას, ბოხუას, ტევერენკოს და ჩაჩავას ქუჩებს, ლილოს დასახლების, სადგური ლილოსა და ჭირნახულის ქუჩას შეეხება.

შუქი 10:30-დან 18:00 საათამდე ბარნოვის და კეკელიძის ქუჩებს, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ქურხულის, გუთნის, ფოსტის, ნიორაძის, თელავის და მუკუზნის ქუჩებს, ლოტკინის ხევის, სამღერეთის, ჟღენტის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, თამარაშვილის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, მიტინგის, ენისელის, ბახმაროს, ზაქარაიას, თიგიშვილის, მესხიშვილის, კაჭრეთის, ინწკირველის და ურიდიას ქუჩებს, ასევე, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ფოცხიშვილის, ულიანოვისა და გურამიშვილის ქუჩებს გაეთიშება.

11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირისა და დაბა კოჯრის ნაწილს, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე ვარკეთილი-3 III მიკრორაიონს არ მიეწოდება.

Comments
Loading...