ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება (თელასი)

ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასი” განცხადებას ავრცელებს.
“დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება
26 ნოემბერს დროებით შეიზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, სოფელ დიდების, ღვინის აღმართის, პურის მოედნის, აბესაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, ჩიხლაძის, კუფთინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ბეთლემის, ანტონ კათალიკოსის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, აბოვიანის, თონეთის, გომის, ჯვარედინის და აბო თბილელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.”
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანია “თელასის” განცხადებაში

Comments
Loading...