ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასი” განცხადებას ავრცელებს.
“დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება,19 ნოემბერს დროებით შეიზღუდება:
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ფეიქრების ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის, მედეა ჩახავას, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, კვირიკაშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.”

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში

Leave A Reply

Your email address will not be published.