კიევის ყოფილ მერს „რესპები“ მართავენ?

ლეონიდ ჩერნოვეცკის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის სამი სკანდალური ვერსია

ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ახალი მერი შემოდის – კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტკურ პარტიას ქმნის, რომელაც „ბედნიერი საქართველოსთვის“ ერქმევა. ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინელი მილიონერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და, გამარჯვების შემთხვევში, პენსიების 400-დან 500-ლარამდე გაზრდა გეგმავს. სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, ანუ თბლისის საკრებულოს წევრს, ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის ე.წ. სეწყალების სკანალი რომ არ „აეწია“ და „ოცნების“ ცალკეული წევრები ზეწოლაში არ დაედანაშაულებინა, ჩერნოვეცკის პოლიტკური გააქტიურება, ალბათ, კარგა ხანი მთავარი პოლიტიკური ნიუსი იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესოა, რა ამოძრავებს უკრაინელს?
ამ კითხვაზე, რაღა თქმა უნდა, ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ ჩერნოვეცკის შეუძლია. „თაიმერი“ კი კულუარებში გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრებს. საქმე ისაა, რომ „თაიმერის“ კულუარულ ინფორმატორთა აზრი ამ პიროვების მიმართ ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ კიევის ყოფილი მერის, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უკან შესაძლებელია, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური იდგეს. ამ შემთხვევაში, „რომელიმე ქვეყანაში“ ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობელი, ანუ რუსეთი იგულისხმება, თუმცა ჩვენი ინფორმატორების მეორე ნაწილი ამ ვერსიაზე მეტად იმ აზრისკენ იხრება, რომ უკრაინელი, დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება.
მოგეხსენებთ, საქართველოს კონსტიტუციით მოსაზრების გამოთქმის უფლება ყველას აქვს და არც დანაშაულია. შესაბამისად, განხილული შესაძლოა, ნებისმიერი ვერსია იყო, მაგრამ მოდით, ორივე ვერსია გაავაანალიზოთ.
გავყვეთ იმ ეჭვს, რომ საქმე გვაქვს სპეცსამსახურის ახალ პროექტთან. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ინკოგნიტო რესპოდენტი არ გამორცხავს, რომ საქართველოში მოქმედი ე.წ. პრორუსული ძალები უკვე ძალიან ოდიოზურები არიან. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ გადაწყდა, არენაზე გამოჩნდეს სრულიად ახალი ფიგურა, რომელსაც ხალხი არც კორუფციაში ამხელს და არც სხვა მანკიერებებში.
„ამ მხრივ ზემოთხსენებული სუბექტი, მართლაც, დაცულია, რადგან მის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ ბევრი არაფერი იცის. კი ბატონო, ვინმე თუ ჩაუკირკიტდება, შეიძლება, ინტერნეტში, ან უკრაინაში ამ ადამიანზე გარკვეული ნეგატური ინფორმაცია მოიპოვოს, მაგრამ მოგეხსენებთ, ხალხი პოლიტიკისგან ძალიან დაღლილია და მუდმივად ახალი მესიის მოლოდინშია. ამიტომაც, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ უკრაინელ მილიარდელს ენდოს, მით უმეტეს, აჭარაში, სადაც ეს ადმაიანი საკმაო დროა ცხოვრობს. თუ ვინმე იმაზე დაიწყებს ლაპარაკს, აი, უკრაინელს საქართველოზე გული რატომ შესტკივა და საერთოდ, ჩვენთან რა ხელი აქვსო, ამის საპასუხოდ, ოპონენტები აუცილებლად გაახსენებნ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჩემი ინფორაციით, ოდესის გუბერნატორობას არ დასჯერდება და კენჭი, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტობაზეც იყაროს. ასევე, პირადი არხებით ვიცი, რომ მიშას და უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს მაინცდმაიანც კარგი ურთიერთობა აღარ აქვთ, თუმცა ადგლობრივი მოსახლეობა სააკაშვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი და თვლის, რომ მიშა ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც მარტო გაზულუქებულ ჩინოვნიკებს კი არ დაიჭერს, არამედ, უკრაინას ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს. ისიც ვიცი, რომ თანდათან მიშასთან დაპირისპირებას ყველა უკრიანელი ჩინოვნილი და პოლიტკოსი ერიდება, რადგან როგორც კი რომელიმე, მაგალითად, ციხის კადრებს, ან წამების ფაქტებს გაახსენებს, მიშინვე გრუ-ს აგენტად ნათლავს და გაიძახის, რომ მისი ოპონენტები რუსებმა მოისყიდეს. მართალია, უკრიანელებიც, რუსების მსგავსად, სლავიანელები არიან, მაგრამ რუსეთის მიმართ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი პოზიცია აქვთ, გასნაკუთრებით, ყირმის წართმევის სემდეგ. ამიტომ, „რუსეთის აგენტობის“ შიშით, სააკაშვილთან დაპირისპირებას ყველა ერიდება, რაც მიშასთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს,“ – ასეთ აზრს ავითარებს „თაიმერთან“ საუბრის დრო ჩვენი ერთ-ერთი ინფორმატორი.
რაც შეეხება კიევის ყოფილი მერის „ნაციონალებთან“ შესაძლო კავშირის, „თაიმერის“ ინფორმატორების ნაწლი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ვერსიას განიხილავს და ამბობს, რომ თავისთავად საეჭვია, თუ რატომ გადაწყვიტა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოში ძებნილი მეგის ქარდავას დასაჭერად, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული, 150 000 ლარის ჯილდო დააწესოს.
„ეს ინიციატივა შეიძლება, იმას ემსაუხრება, რომ „ნაციონალებთან“ ურთიერთობა, თუ ასეთი არსებობს, შეინიღბოს. ისე, როგორც ამბობენ, მეგის ქარდავაც უკრაინაშია და არ გიჩნდება კითხვა, რატომ დააწესა მაინცდამაინც მეგის ქარდავას დასაჭერად ჯილდო და არა ვინმე სხვა
ყოფილი ჩინოვნიკის? – კითხულობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც ასევე არ გამორიცხავს, რომ კიევის ყოფილ მერის უკან შესაძლოა, „რესპუბიკელები“ იდგნენ, – თუ „რესპების“ ვერსიას გავყვებით, შეიძლება, „რესპებს“ ეს კაცი ივანისვილთან სავაჭროდ სჭირდებათ, ანუ ამით ეტყვიან, მართალია, შენი დონის ფული არ აქვს, მაგრამ ღარიბი არ არის და თუ ჩვენ მოგვიცილებ, სენ დაკარგავ ამით პროდასავლურ იმიჯს, თორემ ჩვენ არჩევნებში ბარიერსაც გადავლახავთ და ფულის პრობლემაც არ გვექნებაო.“
დრო გამოაჩენს, „თაიმერის“ წყარლების მიერ განხილული მოსაზრებებიდან რომელია რეალობასთან ყველაზე ახლოს, თუმცა აქედან ერთიც რომ არ გამართლდეს, თავისთავად საინტერესოა, თუ რატომ გაუჩნდა უცხოტომელს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი, ან რატომ შესტკივა საქართველოზე გული ისე, რომ პარლამენტში შევიდეს და პენსია 500 ლარამდე გაზარდოს? – ამ კითხვებსაც პასუხი, თავისთავად ცხადია, დრო გასცემს.

წყარო
timer.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.