კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის

კიევის ყოფილი მერი, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელმაც პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა, მის პარტიაში გაწევრიანებისკენ ყველა მსურველს მოუწოდებს და აცხადებს, რომ მთავარი ოფისი თბილისში განთავსდება.

ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, რომ პარტია ევროპული ღირებულებების მომხრე იქნება და იგი რუსულ ინტერესებს არ გაიზიარებს.

მან ასევე განაცხადა, რომ პარტიაში გასაწევრიანებლად უკრაინიდან არავის არ მოიწვევს და მათგან მხოლოდ ექსპერტულ დახმარებას მიიღებს.

როგორც კიევის ყოფილმა მერმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მთელი ცხოვრების გატარებას საქართველოში აპირებს.

„არ შემიძლია იმის ყურება, როგორ იტანჯება ხალხი, ამიტომ მოვდივარ პოლიტიკაში. დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოვდივარ, მაგრამ პარლამენტს გავაკრიტიკებ. მათი მუშაობა არ მომწონს. საქართველო გაჩერებულია. არის გარკვეული წარმატებები, მაგრამ პარლამენტი არ მუშაობს“, – განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტობის დროს რამდეჯერმე შეხვდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.