კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე გელა ქარდავა დააკავა. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და დაკავების ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

მისივე ცნობით, 42 წლის გელა ქარდავა წარსულში მძიმე დანაშაულევრივი ქმედებებისთვისაა არაერთხელ ნასამართლევი. იგი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ავაკოვის განცხადებით, ქარადავას დაკავებისას, სავარაუდოდ, ყალბი უკრაინული პასპორტი აღმოუჩინეს.

on.ge
Comments
Loading...