კიევში კახა ბენდუქიძის სახელობის თავისუფალი ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა

კიევში კახა ბენდუქიძის სახელობის თავისუფალი ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა. მის დამფუძნებლებს შორის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად უკრაინის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ალექსანდრ დანილუკი და ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ ფედორინი არიან. ცენტრმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კახა ბენდუქიძე არამარტო საქართველომ, არამედ უკრაინამაც დაკარგა.

„უკრაინის მთელი ინტელექტუალური ელიტაა აქ შეკრებილი და კახას ამხელა პატივს სცემენ. მე მახსოვს ბოლო დღეებში კახა მიტოვებული საქართველოში, სადაც საქართველოს მთავრობა ეუბნებოდა, რომ 6 კვადრატულ მეტრ საკანში ჩასვამდნენ და დაბანის საშუალებასაც არ მისცემდნენ. ისე განიცდიდა ამ ყველაფერს, რომ ვფიქრობ, ამანაც მოუსწრაფა სიცოცხლე. სულ სხვა იქნებოდა დღეს უკრაინა, ის რომ გამხდარიყო უკრაინის მინისტრი, როგორც ეს იგეგმებოდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...