კიმ ჩენ ინმა 50 თანამდებობის პირი სერიალების ყურებისთვის სიკვდილით დასაჯა

2014 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, ერთ წელიწადში მინიმუმ 50 მაღალი თანამდებობის პირი დახვრიტა. ზოგი ქრთამის აღებაში და ზოგიც კი ქვეყანაში აკრძალული სერიალებისა და ფილმების ყურებაში დაადანაშაულეს.

სამხრეთ კორეის სპეცსამსახურების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში მთავრობის აპარატის წმენდა მიმდინარეობს. სახელმწიფო მეთაურის კიმ ჩენ ინის ბრძანებით, მისი ბიძის ყველა მხარდამჭერი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შეგახსენებთ ქვეყნის ლიდერის ბიძა, შარშან სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს.

არასასურველი თანამდებობის პირების თავიდან მოსაცილებლად, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მათ წინააღმდეგ საქმეების „შეკერვა“ დაიწყო. მათ ბრალი დასდეს აკრძალული სერიალების ყურებაში, რომელიც ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემა და ასევე დაადანაშაულეს მექრთამეობაში.
საბოლოოდ, სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 50 ადამიანი.

შეგახსენებთ, 67 წლის ჩან სონ ტჰეკა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა 2013 წელს სიკვდილით სასაჯეს. . ჩან სონ ტჰეკი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მამიდის ქმარი იყო და გავლენით ფხენიანში მეორე კაცად ითვლებოდა.

Comments
Loading...