კინოკრიტიკოსებმა საუკეთესო მსახიობად ლეონარდო დიკაპრიო დაასახელეს

კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში კინოკრიტიკოსთა რჩეულები გამოავლინეს. მთავარი ჯილდოები ერგოთ ლეონარდო დიკაპრიოს, ბრი ლარსონსა და ფილმს ყურადღების ცენტრში.

ლეონარდო დიკაპრიო ფილმ გადარჩენილში შესრულებული როლისთვის მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს, თუმცა ევროპაში ყოფნის გამო ვარსკვლავი ცერემონიას არ ესწრებოდა.

ქალებს შორის ამავე ნომინაციაში ბრი ლარსონმა გაიმარჯვა.

კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო ფილმად ტომას მაკარტის ნამუშევარი ყურადღების ცენტრში დაასახელეს, საუკეთესო რეჟისორად კი შეშლილი მაქსის ავტორი, ჯორჯ მილერი აღიარეს.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლები სილვესტერ სტალონე და ალისია ვიკანდერი გახდნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.