“კლანები რომლებსაც ვლადიმერ პუტინი აკონტროლებს”

საინფორმაციო პორტალი postalioni.com ვახტანგ მაისაიას საინტერესო წერილს გვთავაზობს, რომელსაც უცვლელად გადმოგცემთ:

ვახტანგ მაისაია დეტალურად აღწერს რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებას. იგი ასევე საუბრობს სახელისუფლებო კლანებზე, რომლებსაც მისივე თქმით ვლადიმერ პუტინი აკონტროლებს. ვინ არიან ამ კლანის წევრები, რა ქონებას ფლობენ ისინი და რა შეუძლიათ, ამას სტატიაში გაეცნობით:

ვახტანგ მაისაია

პირველი წერილი

„რუსეთში ამჯერად საკმაოდ რთული პოლიტიკურ-სოციალური ვითარებაა ფინანსური-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რომელიც გამოიხატება იმით, რომ გრძელდება რუსული რუბლის დეფლაციის პროცესი. მალე რუბლის კურსი შეიძლება ავიდეს $1=100 რუბლის დონეზე და დაიწყოს საბიუჯეტო სირთულეები (სეკვესტრიზაცია, ფედერალური პროგრამების შესრულების შეჩერება, სოციალური პროექტების გაყინვა და სამხედრო ასიგნებების შემცირება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მისამართით). გართულდა შიდა-პოლიტიკური ვითარება და კრემლის მიერ შექმნილ ე.წ. „პოლიტიკურ ვერტიკალს“ დაეწყო „წყლის შეყენების“ პროცესი. კრემლს ჯერჯერობოთ შველის „სტაბილიზაციის ფონდის“ არსებობა, რომელშიც გაერთიანებული არიან ქვემდებარე სახელმწიფო სტრუქტურები: სახელმწიფო კორპორაციები, „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“ და სარეზერვო ფონდი. „სტაბილიზაციის ფონდის“ სტრატეგიული რეზერვები შეადგენს ამ ეტაპზე – 300 მილიარდ დოლარს, 2013 წელში კი შეადგენდა დაახლოებით 850 მილიარდ დოლარს.

იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია, ამ რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთში ანალიტიკური გავლენიანი ცენტრი _ „ლევადას“ სოციოლოგიური კვლევების 2015 წლის შემოდგომის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პუტინს მხარს უჭერდა გამოკითხული მოსახლეობის 80%, მაგრამ მის წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ განხორციელდა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების გარკვეული დაჯგუფების მხრიდან სულ მცირე პოლიტიკური პრესინგის, უფრო მეტი კი, პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა. როგორც ცნობილია დღესდღეობით, კრემლში მოქმედებს ჯერ კიდევ წინა პრეზიენტის მიერ აგებული ე.წ. „პოლიტიკური ვერტიკალის“ სისტემა, რომელიც გულისხმობს ე.წ. „პატრიმონალურ სახელმწიფოს“ დაარსებას – მმართველობის ისეთი სისტემა, სადაც უმაღლესი პოლიტიკური მმართველი (პუტინის სახით) განიხილავს სახელმწიფოს როგორც მის პერსონალურ „კარ-მიდამოს“. მაგალითად, ვლადიმერ პუტინი, გარკვეული მონაცემების საფუძველზე საკმადო მსხვილი ოლიგარქია, იგი პერსონალურად აკონტროლებს მსხვილ ნავთოკორპორაცია „სურგუთნეფტეგაზის“ აქციათა 37%-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაა შეადგენს $20 მლრდ. იგი ასევე აკონტროლებს მსხვილი ენერგოკორპორაცია „გაზპრომის“ 4,5%-ს, ხოლო კომპანია „Gunover”-ში მას გააჩნია 50%-იანი წილი, არადა სწორედ ეს კომპანია ახორციელებს რუსული ნავთობის დაახლოებით 30-40% რეალიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. 2006 წლის მონაცემებით, ამ კომპანიის საფინანსო ბრუნვა შეადგენდა $40 მლრდ-ს, ხოლო სუფთა მოგება – $8 მლრდ-ს. საერთო ჯამში, სხვადასხვა მონაცემებით პუტინის პერსონალურ კაპიტალს შეადგენს $30 მლრდ. საერთო ჯამში კი, „პოლიტიკური ძალის ვერტიკალი – ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ინტეგრირებული სრუქტურა, რომელიც მოქმედებს პრინციპით „ზემოდან-ქვევით“. სწორედ ამ „პოლიტიკური სისტემის“ დღევანდელი მოდელი აგებულია გარკვეული კლანური-პატრიმინალურ იერარქიის და ბალანსირების პრინციპზე. ამ სისტემის ფარგლებში, დღეს კრემლში მოქმედებს და „პოლიტიკური ძალთა სისტემას“ არეგულირებს შემდეგი კონკრეტული კლანები (ყველა ქვემოთ-ჩამოთვლილ კლანს აკონტროლებს ვლადიმერ პუტინი, ისევე როგორც ამას ახორციელებდა საბჭოთა მმართველობის ეპოქაში ლეონიდ ბრეჟნევი ე.წ. „პოლიტიკური ბიუროს“ მეშვეობით):

„ძალოვნების“ (силовики) კლანი – კლანის შემადგენლობაშია არიან სამი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი პირები: უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი-ვიცე-პრემიერი, სათბობ-ენერგეტიკული სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იგორ სეჩინი (გრუს-ს ყოფილი ოფიცერი)-სახელმწიფო ანტი-ნარკოტიკული კომიტეტის ხელმძღვანელი-გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ ივანოვი (მას პუტინი ყველაზე მეტად ენდობა. სწორედ სეჩინმა განახორციელა ოლიგარქ მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება, და მისი სანავთობო კორპორაცია „იუკოსის“ „როსნეფტის“ სასარგებლოდ უკანონო გადაფორმება).ამ კლანის შემადგენლობაშია ასევე საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი (СВР) და ქვეყნის ექს-პრემიერ-მინისტრი მიხეილ ფრადკოვი (რომელიც პირადად სეჩინის კადრია). კლანის პოლიტიკური ლობირებას ახორციელებს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ვლადიმერ ჟირინოვსკი (ასევე ყოფილი გრუ-ს ოფიცერი). ამავე კლანში მოიაზრება ასევე პრეზიდენტის აპარატის უფროსი, საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი და ექს-თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი და ასევე სახელმწიფო სათათბიროს-დუმის სპიკერი, ასევე საგარეო დაზვერვის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ნარიშკინი. ამავე დროს, აღნიშნული დაჯგუფების განუყოფელი და გავლენიანი წევრი იყო, ვლადიმერ პუტინის პირადი დაცვის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ ზოლოტოვი, რომელიც საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა (როგორც სხვა დანარჩენი გავლენიანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურები – ამაზე საუბარი იქნება მეორე წერილში _ ავტ.). კლანი აკონტროლებს რამოდენიმე მედია-ჰოლდინგს, მაგალითად, НТВ-ს ტელევიზიას და რამდენიმე ბეჭდურ გამოცემას, მაგალითად, „Известия“-ს (ისევე როგორც ეს საქართველოში ხორციელდება, სადაც რამდენიმე მსხვილი სატელევიზიო ჰოლდინგებს აკონტროლებენ სამთავრობო კლანური დაჯგუფებები). მათ ხელშია ასევე სათბობ-ენერგეტიკული-კომპლექსის სტრუქტურები – მაგალითად, რუსული სახელმწიფო ჰოლდინგი „РОСНЕФТЬ“, სადაც პატრუშევის უფროსი ვაჟი ალექსეი არის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო თვით სეჩინი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კლანის მიღწევაა ჯერ კიდევ 2006 წელს სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული ფედერალური კანონი ბიზნეს-კორპორაციების მიერ კერძო სპეცსამსახურების და კერძო დაცვის სამსახურების დაარსების თაობაზე (РОСНЕФТЬ გააჩნია 3 ათასიანი კერძო დაცვის სამსახური და სპეცსამსახური, სადაც ბოლო მონაცემებით დასაქმებულია 600-მდე სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი). ამასთან ერთად, კლანის განკარგულებაშია ფედერალური უშიშროების სამსახურის (ხელმძღვანელი გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ბორტნიკოვი) სპეციალური დანიშნულების ცენტრი, სადაც შედიან სპეცჯგუფები „ვიმპელი“ (საომარო ვითარების დროს გამოიყენება) და „ალფა“ (მშვიდობიანობის დროს გამოიყენება). ამ სპეცდანიშნულების შეფია გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტიხონოვი. აღნიშნული კლანი ყველაზე გავლენიანი დაჯგუფებაა და ლიდერობს სხვა კლანებთან შედარებით. მას გააჩნია გარკვეული სახის იდეოლოგიური კონცეფტი ე.წ. „მკვდარი წყლის“ თეორია და ასევე ის გამოირჩევა ანტი-ქართული სენტიმენებით;

„სამხედროების“ (военных) კლანი: კლანის სათავეში არიან მთავრობის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, კურირებს სამხედრო-სამრეწევლო კომპლექსს და თავდაცვის მინისტრს, მარშალ სერგეი შოიგუ. კლანი მჭიდროდ თანამშრომლობს „ძალოვნების“ კლანთან. კლანის საფინანსო ბაზისს წარმოადგენს სამხედრო-სამრეწველო კომლექსი და ასევე შეიარაღების ექსპორტი, რომელსაც სათავეში უდგას ასევე „ჩეკისტური“ კლანის წარმოადგენელი ვიქტორ ჩემეზოვი, ასევე პუტინის პირადი მეგობარი. ამას გარდა თვით სამხედრო ექსპორტის სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომისიის ხაზით აკონტროლებს დიმიტრი როგოზინი. 2015 წელს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ექსპორტის ხაზით რუსეთმა მიიღო $10 მლრდ. ამას გარდა, სპეციალური ფედერალური პროგრამების ხაზით გახსნილი ცალკე დაფინანსების მიმართულება, რომლის საერთო რაოდენიბა შეადგენს $1.2 ტრილიონი 2020 წლამდე. სწორედ ამ თანხების მობოლიზაციის წყალობით თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი საბრძოლო ტექნოლოგიები და შეიარაღება, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების და კოსმოსური ძალებისთვის (ამაში შედის მეხუთე თაობის სტრატეგიული დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავი Т-50). ამავე დროს, „სამხედროების“ კლანი აკონტროლებს ე.წ. „შავი იარაღის“ ექსპორტსაც, საიდანაც მარტო 2015 წელს მიღებული იქნა დაახლოებით $4 მლრდ. წმინდა მოგება (მათ ხელში იყო თავის დროზე ვიქტორ ბუტის კომპანია, რომელსაც თავის დროზე აკონტროლებდა თვით იგორ სეჩინი). კლანის შემადგენობაშია მძლავრი საინფორმაციო ჰოლდინგები, მაგალითად, ტელეკომპანია „Звезда“. ამავე დროს მათ ოპერატიულ მმართველობაშია სტრატეგიული სამხედრო დაზვერვა – გრუ და მასთან მყოფი სპეცდანიშნულების ბრიგადები (სულ არის 10-მდე ასეთი ბრიგადა). ცალკე საუბრის თემაა, რომ ორივე კლანთან მჭიდროდ თანამშრომლობს უკვე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, პოლიციის გენერალ-მაიორი რამზან კადიროვი თავისი პერსონალური 12 ათასიანი გვარდიით და ეთნო-რელიგიური კლანით. კადიროვს ასევე უშუალოდ ექვემდებარებიან ე.წ. „სიკვდილის ესკადრონების“ სპეცრაზმები, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა ბინძულ შეკვეთებს და განსაკუთრებული საიდუმლოებით მოცულ დავალებებს (მაგალითად, ცნობილი ადამიანი უფლებათა დამცველის ანა პოლიტკოვსკაიას და ოპოზიციონერი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობები, მათ მკვლელობებში ოფიაციალურად ფიგურირებს ე.წ. „ჩეჩბური კვალი“). „სიკვდილის ესკრადრონების“ სტუქტურა საკმაოდ გასაიდუმლებულია და იერარქიზებული, მათ გააჩნიათ ცალკე დისლოკაციის ბაზები, იარაღის და დოკუმენტაციის საიდუმლო სამარხები და ასევე ოფიციალური ძალოვან სტრუქტურებში ყოფნის გარდა, მათ გააჩნიათ ცალკე საბანკო ანგარიშები სადაც ერიცხებათ გარკვეული სახის თანხები. ეს სქემა ისეთივე სისტემით მოქმედებს, როგორც ეს ხდებოდა საქართველოში მოქმედი, მიხეილ საკაშვილის მმართველობისას, „სიკვდილის ესკადრონების“ მაგალითზე, რომელბიც სავარაუდოდ დღესაც მოქმედებენ. ამ ესკადრონებს მხარდაჭერას უჭერენ ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურები. მაგალითად, ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილე ფიგურანტები (ოთხი ოფიციალური ბრალდებული, ჩეჩენი ეროვნების და კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის მაგომედ დაუდოვის, მეტსახელად „ლორდის“ კადრია), თავის დროზე მსახურობდნენ გრუს დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმ „Север“-ის შემადგენლობაში;

„ლიბერალების“ (либералы) კლანი: ამ კლანის შემადგენობაშია ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ასევე მასთან მჭიდრო კავშირშია მთავრობის ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი. მათ ხელშია მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატი და ასევე საგარეო-ეკონომიკური ორიენტაციის კომერციული სახელმწიფო და კორპორატიული სტრუქტურები, მაგალითად, „ვნეშეკონომბანკი“, „ვნეშტორგოვი ბანკი“ (VTB) და ა.შ. გარკვეულწილად მათ გააჩნიათ თავიანთი გავლენა კორპორაცია „გაზპრომში“ (დიმიტრი მედვედევი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე). მათ ხელშია საინფორმაციო საშუალებები, მაგალითად, მედია-ჰოლდინგი „Russia Today“. საკმაოდ ინტელექტუალური და „ტექნიკური“ კლანია;

„საქტ-პეტერბურგული“ (Санкт-Петебургский) კლანი: ამ კლანის ძირითადი შემადგენლობა ეკუთვნის წინა პრეზიდენტ ბორის ელცინის პერიოდში გაბატონებული დაჯგუფების წარმომადგენლებს. მათ ხელმძღვანელობაშია გავლენიანი პოლიტიკოსი, РАО „ЕЭС“ (კორპორაცია „ელეტროენერგეტიკის სისტემების“) ხელმძღვანელი და ექს-„რუხი კარდინალი“ ანატოლი ჩუბაისი, „რუსეთის ატომური ენერგეტიკის სახელმწიფო სააგენტოს“ ხელმძღვანელი და ექს-პრემიერ-მინისტრი სერგეი კირიენკო და „რუსეთის ნანოტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ლეონიდ მელამედი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლდისლავ პუტილინი (პუტინის ყრმობის მეგობარი). ამავე კლანში მოაიაზრება განათლების მინისტრი ანდრეი ფურსენკო. კლანს გააჩნია მძლავრი საფინანსო პოტენციალი (მარტო 2014 წელს ჩუბაისის კორპორაციის შემოსავალმა მიაღწია 20 მლნ. რუბლს, ხოლო „როსნანოს“ ბალანსზეა კი 130 მლრდ. რუბლის კაპიტალი) და მაღალი ინტელექტუალური ძალა, თუმცა პოლიტიკურად ნაკლებად წარმოადგენს გავლენიან დაჯგუფებას. თუმცაღა კლანი ასევე ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გარკვეული სახის გავლენას, განსაკუთრებით კი ანატოლი ჩუბაისის გეოპოლიტიკური დოქტრინის „ლიბერალური იმპერიალიზმის“ იმპლემენტაციის სახით, რომლის მეშვეობითაც ისინი ახორციელებენ ახლო საზღვარგარეთში ე.წ. „რბილი ძალის“ გეოპოლიტიკურ კურსს. მათ პოლიტიკურ ლობირებას ახორციელებს „მემარჯვენე ძალის კავშირის“ პოლიტიკური გაერთიანება (ლიდერი ლეონიდ გოზმანი), მიხეილ ბორშევსკის „სამოქალაქო ძალა“ და მიხეილ პროხოროვის „სამოქალაქო პლატფორმის“ პოლიტიკური გაერთიანებები. აღნიშნული კლანი ახორციელებს ლიბერალურ-მემარჯვენე იდეოლოგიურ მიმართულების პოლიტიკურ კურსს. კლანს გააჩნია დაძაბული ურთიერთობები „ძალოვნების“ კლანთან. ბორის ნემცოვი, რომელიც ახლოს იდგა ამ დაჯგუფებასთან (ნემცოვი და ჩუბაისი იყვნენ და ითვლებოდნენ 1990-1993 წლებში მოქმედი ე.წ. „ახალგაზრდა რეფორმატირების“ გუნდის წევრებად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეგორ გაიდარი), ე.წ. „საფუძვლიანი ეჭვის“ ნიადაგზე თითქოს მოკლული იყო „ძალოვნების“ კლანის მხარდამჭერების მიერ (ამაზე უკვე ზემოთ გვქონდა საუბარი);

„პარტიული-ტექნოკრატიული“ (партийнная номенклатура) კლანი: ამ კლანის ხელმძღვანელობას ახორციელებს კრემლის მთავარი იდეოლოგი და მთავარი ლობისტი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც პირადად შეიმუშავა პოლიტიკური იდეოლოგიური პლატფორმა „სუვერენული დემოკრატია“ („სუვერენული დემოკრატიის“ მთავარი კრეატურაა დემოკრატიული ფასეულობების მორგება რუსულ რეალობასთან და ტრადიციებთან და არა დასავლურისას და მთავარი ლოზუნგია: „სახელმწიფო არის ყველაფერი“ და შეიმუშავა მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ პოლიტიკური ტექნოლოგია. კლანის სათავეში ასევე მოიაზრებენ ფედერალური საბჭოს-სენატის თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს და მმართველი პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და რუსეთის მთავრობის ყოფილი აპარატის უფროსი და ვიცე-პრემიერი, ამჟამად კი პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი. ამ კლანს გავლენის ქვეშ ჰყავს რეგიონული პარტიული ლიდერები და რეგიონების გუბერნატორები, რომლებიც გავიდნენ პარტიული სიებით. ასევე მათ ხელშია სახელმწიფო სათათბიროში მმართველი პარტიის ფრაქცია და მთელი პარტიული ნომენკლატურა, ასევე საზოგადოებრივი მასობრივი გაერთიანება „სახალხო ფრონტი“ და ახალგაზრდული მოძრაობა „ახალგაზრდული გვარდია“. კლანი აკონტოლებს ასევე ახლო საზღვარგარეთის გეოპოლიტიკურ პროცესებს და უშუალოდ ჩაბარებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება. საკმაოდ დიდი გავლენის მქონე დაჯგუფებაა, თუმცა საკმაოდ არამყარი და არასტაბილური, მაგრამ მოქნილი და მძლავრი;

„ოლიგარქების დაჯგუფება“ (клан «Олигархов»): ამ დაჯგუფების ოლიგარქებს უშუალოდ აკონტროლებს ვლადიმერ პუტინი. ამ დაჯგუფების ლიდერია სამი ოლიგარქი: ალიშერ უსმანოვი, ოლეგ დერიპასკა და რომან აბრამოვიჩი. ოლეგ დერიპასკა წარმოადგენს დღევანდელ დღეს ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას ოლიგაქრიული კლანიდან, მისი პირადი კაპიტალი შეადგენს 21 მლრდ. დოლარს. მისი მთავარი კორპორაციაა „რუსული ალუმინიუმი“ (მეტალურგია), „გლავმოსტროი“ (მშენებლობა, საარენდო ბიზნესი), ასევე მის მფლობელობაშია უმსხვილესი ბიზნეს-კორპორაცია „საბაზისო ელემენტი“ და გააჩნია წილები მძიმე მანქანათმშენებლობაშიც. მისი ერთ-ერთი ბიზნეს-პარტნიორი იყო აწ გარდაცვლილი ქართული წარმოშობის ოლიგარქი კახა ბენდუქიძე, რომლის მეშვეობითაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა პირდაპირ პოლიტიკურ კავშირებს და უწევდა რუსულ კერძო კაპიტალს ლობირებას საქართველოში (გავიხსენოთ ზესტაფონის მეტალურგიურ ქარხნის პრივატიზება და ა.შ.). სხვათაშორის სწორედ ოლეგ დერიპასკამ შეისყიდა კახა ბენდუქიძის კორპორაცია „ძალოვანი მანქანები“, თუმცა ეს განხორციელდა გერმანული კომპანია „სიმენსის“ მეშვეობით. ამით ბენდუქიძემ დერიპასკა გახადა მძიმე მანქანათმშენებლობის მთავარი ოლიგარქი, რომელმაც დაიწყო პუტინის დავალებით სპეციალური ფედერალური პროგრამის ხაზით, სამხედრო შეკვეთების შესრულება, მათ შორის ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „იარსის“ წარმოება. სწორედ ოდესაში 2015 წლის დეკემბერში, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ შეხვდა გავლენიან რუს ოლიგარქს დიმიტრი მაზეპინს, რომელიც არის კორპორაცია „ურალქიმიის“ მფლობელი (მისი სასტარტო ღირებულებაა $3.4 მლრდ.). სწორედ მაზეპინმა, რომელიც როგორც ჩანს უკვე გახდა მიხეილ სააკაშვილის ბიზნეს და პოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, შეიძინა კორპოარცია „ურალკალის“ აქციათა 20% , რომელიც ეკუთვნოდა დერიპასკას სტრატეგიულ ბიზნესს პარტნიორს და ასევე თვით დერიფასკას კორპორაცია „რუსეთის ალუმინიუმს“. ფაქტიურად მაზეპინი გახდა უკვე ამ პოლიტიკური კლანის განუყოფელი წევრი. მეორე გავლენიან ოლიგარქია პუტინის „პირადი“ ბანკირი ალიშერ უსმანოვი, რომელიც ასრულებს მის პერსონალურ დაკვეთებს, მაგალითად, ფრანგი იუველირის ფაბერჟეს ცნობილი „ოქროს კვერცხის“ შეძენა სოტბისის აუქციონზე. აღნიშნული კლანი საკმაოდ გავლენიანია და ქმნის ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს.
მეშვიდე დაჯგუფება არის ყველაზე გავლენიანი, ის ითვლება პუტინის პირად „გვარდიად“ და აქვს უცნაური დასახელება: „კოოპერატივი ტბა“. აღნიშნული კლანი არის ყველაზე გასაიდუმლოებული, ყველაზე გავლენიანი და „პოლიტიკური ვერტიკალის“ მწვერვალზე იმყოფება.“

ამ კლანის შესახებ საუბარი იქნება მეორე წერილში.

postalioni.com

Comments
Loading...