კლინიკაში მშობიარობის დროს ქალი გარდაიცვალა

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1 მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულირების სააგენტოს, მომხდარის შესახებ განცხადებით, თავად კლინიკის ადმინისტრაციამ მიმართა. მათივე ინფორმაციით, სამინისტროში გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან საჩივარი არ შესულა.

გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Comments
Loading...