კოალიცია “ქართული ოცნება” ფართოვდება

არ არის გამორიცხული, კოალიცია ქართულ ოცნებას მწვანეთა პარტია დაემატოს. ამ საკითხზე უმრავლესობაში უკვე საუბრობენ.

პარტიის ლიდერის და უმრავლესობის წევრის გია გაჩეჩილაძის თქმით, ამ საკითხზე მწვანეთა პარტიაში კონსულტაციები იმართება. კოალიციაში გაერთიანების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებზე გია გაჩეჩილაძის პარტიას, სავარაუდოდ, მაჟორიტარებიც ეყოლება, თუმცა როგორც, თავად ამბობს, კოალიციასთან შეთანხმებით.

უკვე ცნობილია, რომ კოალიციაში შესვლას სოციალ-დემოკრატიული პარტიაც გეგმავს, რომლის თამვჯდომარე, გია ჟორჟოლიანი, უმრავლესობის წევრია.

საარჩევნო კვოტების განაწილების წესზე კი ქართულ ოცნებაში ჯერ არ შეთანხმებულან, მათ შორის არც მაჟორიტარებზე.

Comments
Loading...