კობა ხაბაზი: უნდა ვაღიარო, რომ ჩემზეა საუბარი, აქვე ვარ, ნუღარ მაწვალებენ, ბარემ შემიყვანონ…

უნდა ვაღიარო, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩემზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილზე ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა , კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არავისთვის სიახლე არ არის, რომ “თავისუფალი ზონა” მობილიზებული იყო “რუსთავი2”-თან და ეს ხელისუფლების მიერ დაფიქსირებულ კამერებშიც ჩანს.
“საქართველოს სახელოვანმა სუს-მა და კრემლმა აღარ დამიტოვა არჩევანი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილზე ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება. ნამდვილად, ალბათ ჩემზეა საუბარი. ნამდვილად გვყავდა მობილიზებული თავისუფალი ხალხი, ნამდვილად ვიყავით ტელეკომპანიასთან, ნამდვილად ვიქნებით ტელეკომპანიასთან და ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება. ეს არის დანაშაულებრივი ხელისუფლება. ისინი არიან პუტინის და კრემლის მონები, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას და რომლებმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე მიიყვანონ. მსურს, რომ აქვე ვარ, ნუღარ მაწვალებენ და ბარემ შემიყვანონ”, – განუცხადა ე.წ. მოდულის შენობასთან კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამ ჩანაწერებში საუბარია ალბათ “თავისუფალ ზონაზე”, რაც აღმოჩენა ნამდვილად არ არის.
“მათ მიერ დამონტაჟებულ კამერებში ჩანს, რომ ჩვენ იქ ვიყავით”,
– განაცხადა კობა ხაბაზმა.
დღეს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერები სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გივი თარგამაძეს შორის. აქციებზე ხალხის მობილიზების კონტექსტში ისინი კობას ახსენებენ, თუმცა გვარი დაკონკრეტებული არ არის.

Leave A Reply

Your email address will not be published.