კობახიძე: ღარიბაშვილს ძალიან დიდი ნდობა აქვს, რომ პრეზიდენტად კენჭი იყაროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო ჩართულობას მხარი დაუჭირა.

კობახიძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს ძალიან დიდი ნდობა და პოტენციალი აქვს, რომ პრეზიდენტად კენჭი იყაროს.

„ამას კიდევ დრო სჭირდება. ეს საკითხი ბატონი ირაკლის გადასაწყვეტია, თუმცა ის „ქართული ოცნებისთვის“ იქნება მისაღები და მხარდაჭერილი“, – დასძინა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მიესალმება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

Comments
Loading...