კობახიძე: ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას“  მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა აქვს განზრახული.

ამის შესახებ კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ  „ნაციონალურ  მოძრაობას“ აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება.

ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, დაუშვებელია ასეთი ფორმებით მოქმედება საარჩევნო პროცესში და მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს უბანზე, რომ არ დაუშვან ასეთი რამ მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე.

მნიშვნელოვანია გაიზარდოს აქტივობა. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება.

Comments
Loading...