“კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა”- ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია. ალექსანდრე ჯეჯელავამ ამის შესახებ ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში”ისაუბრა. მან ერთ-ერთ მაგალითად “კომბლე” მოიყვანა და განაცხადა, რომ ის “მოძალადე და ცუდი მეცხვარეა”. მისივე განმარტებით, ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა.

”ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული… რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია… კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ

Comments
Loading...