კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ფარულ კენჭისრაში პარლამენტის 9 წევრმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას, კენჭისყრაში მონაწილე 8 დეპუტატმა დადებითი პასუხი გასცა. შესაბამისად, წინააღმდეგი კომიტეტის მხოლოდ 1 წევრი წავიდა.

Comments
Loading...