კომპანია CAPARO INDUSTRIES-ის მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

კომპანია Caparo Industries-ის (მეტალის მწარმოებელი კომპანია) მფლობელმა, ანგად პოლმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კომპანია გაკოტრების წინაშე დადგა და იგი ადმინისტრაციულ მმართველობას გადაეცა, – აღნიშნულის შესახებ Telegraph-ი წერს.

ანგადის ბიზნესი მოიცავს 20 ობიექტს, რომლებიც მიდლენდსა (ცენტრალური ინგლისი) და ინდოეთშია. აღნიშნული ობიექტები, ანგადის გარდაცვალებამდე, ადმინისტრაციულ მმართველობას გადაეცა. კომპანიამ 450 სამუშაო ადგილი დაკარგა და მომავალში შეიძლება კიდევ 1200 ადგილი გაუქმდეს. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, კომპანიის კრახის მიზეზი ისაა, რომ იგი კონკურენციას ვეღარ უწევს უფრო იაფფასიან ჩინურ კომპანიას, რომელიც აგრეთვე მეტალის იმპორტს ახორციელებს.

ანგად პოლი, ლორდ პოლის, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მაგნატის, მილიარდერის უმცროსი ვაჟი იყო, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს, კომპანიას სათავეში ჩაუდგა. ანგად პოლი 45 წლის იყო. იგი თავისი კომპანიის შენობის მერვე სართულიდან გადმოხტა, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს.

Comments
Loading...