კომპანია თელასი 13 იანვარს გასათიში რაიონების სიას აქვეყნებს
მთაწმინდის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, შუშინის, მირზა შაფის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, აბანოს და ბოტანიკის ქუჩების მაცხოვრებლებს (734 აბონენტს).
ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს (609 აბონენტს).
საბურთალოს რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს (1 592 აბონენტს)
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს (16 აბონენტს).
სამგორის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს (47 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.