კონსერვატორიის რექტორი: დღევანდელი იდიოტური და უსინდისო ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს
კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მოქალეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში არსებული “უსინდისო და მომხვეჭელური” ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს. მან ასევე აქციის მონაწილეებს შესაძლო პროვოკაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი კრიმინალები არ არიან.
„საღამო მშვიდობისა ძვირფასო საზოგადოება, მოგმართავთ პატივისცემით, აღტაცებით და სიამაყით, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდა მოძრაობა, რომ ეს დრაკონული, იდიოტური, უსინდისო და მომხვეჭელური დღევანდელი ნარკოპოლიტიკა, რომელსაც არანაირი გამართლება არცერთ წესიერ საზოგადოებაში არ ექნება, უნდა დასრულდეს.
იყავით მტკიცედ, გირჩევთ ერთს, ნუ მისცემთ მთავრობის მექანიზმების ნაძირალა წარმომადგენლებს, რომ რაღაც შარი მოგდოთ, თითქოს რამე უფრო მეტს აპირებდეთ, მშვიდობიანი აქციებზე მტკიცედ დგომის გარდა.
სანამ საზოგადოება ჯეროვან განათლებას არ მიიღებს იმაზე, რომ ჩვენ და თქვენ არხართ კრიმინალები, არამედ თქვენ ხართ საზოგადოების შეიძლება უკეთესი ნაწილიც კი, რომელიც იმისთვის, რასაც დღევანდელი დღე ეძღვნება, მანამდე გაიჭირდებათ, მაგრამ ეს გაჭირვება თქვენთვის ნაცნობია და გაჭირვება მიიღეთ, როგორც თქვენი მთავარი სამუშაო. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებას გისურვებთ“,-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ამ წუთებში მოძრაობა “თეთრი ხმაური” საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. საპროტესტო აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
წყარო : ipress.ge