“კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები პროკურატურაში დაიბარეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები – გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე და ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია ქალაქის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ახლობლების ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარებულები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მათი დაბარება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინათ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
ირინა ცააძემ და ნინო ხვიტიამ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გონივრული ეჭვი გამოთქვეს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენის სანაცვლოდ, ქრთამის სახით თანხა აიღო.

Leave A Reply

Your email address will not be published.