კორცხელში 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილი კორცხელის მკვიდრი არ არის. ცხედარი თხრილში აღმოაჩინეს.

მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...