კოტე ინაშვილი: ნაცრეჟიმის ციხეებში 70 მდე არასრულწლოვანი გააუპატიურეს – კანონიერი ქურდები კი ნაციონალებს მასპინძლობდნენ

ნაციონალი ქინძებისათვის, რომლებმაც ატვირთეს ჩემი ვიდეო, სადაც ნაცებს და ე.წ. “ქურდებს”, ერთად დავცინი !!! სააკაშვილის რეჟიმის დროს, ე.წ. ქურდული მენტალიტეტით მოწამლული ახალგაზრდების (მათ შორის არასრულწლოვანების – “მალალეტკების”), საკმაოდ დიდი რაოდენობა გაუპატიურებული იყო ნაცრაჟიმის მხრიდან ამ სექტის მიმდევრობისა და პატივისცემისათვის. ნაცრეჟიმის ციხეებში, ჩვენი მონაცემებით, 70 მდე არასრულწლოვანი გააუპატიურეს, მათი დიდი ნაწილი ე.წ. ციხის “საქათმეში” იხდიდა სასჯელს.
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ, ე.წ. “კანონიერი ქურდები”, უცხოეთში სხვადასხვა გართობით იყვნენ დაკავებული, პარადოქსია, მაგრამ უცხოეთში ნაცრეჟიმის ჯალათებს, ხშირად ქურდების გარკვეული ნაწილი მასპინძლობდა და შეიძლება ითქვას, ერთადაც კარგად ილხენდნენ… ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, გამოდის რომ ჯალათი ნაცმამათმავლები და ქურდების გარკვეული ნაწილი, ერთად ჭამდნენ პურს – კოაბიტატორობდნენ…
სააკაშვილის რეჟიმის დროს, “ობიექტივზე” მქონდა საავტორო გადაცემა – “ხმა მიაწვდინე პატიმარს”, სადაც, ღიად ვუპირისპირდებოდი ქურდული ტრადიციების ამბიციონერებს, რომლებმაც, თითიც კიარ გაანძრიეს, არ დაიცვეს (ჟარგონით – არ “იმოქმედეს”) მათი – ე.წ. “კანონი” და არ აღკვეთეს საქართველოს ციხეებში მასიური გაუპატიურებები… პირდაპირ ეთერში ხშირად ვაქილიკებდი და ვბრაზობდი, თუ როგორ არ ეწინააღმდეგებოდა “ჩესტის” (“ღირსების”) მატარებელი “ქურდული” სამყარო, ჯალათ ნაცმამათმავლებს. ერთი საბურავიც კიარ ჩაფუშულა ამ თვითმმარქვია “კრიმინალური სამყაროს” მხრიდან, შურისძიების მოტივით – VENDETA. ამიტომ, ერთდროს “დიდებითა და პატივისცემით” აღჭურვილი ე.წ. “ქურდული” სამყარო, სასაცილო და სამარცხვინოდ მინდოდა გამომეჩინა. ეს მენტალიტეტი, ვერასდროს გაიხარებს საქართველოში და იმედია, ქართველი ხალხი ამას ბოლომდე დაასამარებს…
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ჩემი აზრით, თუ არ არსებობს კონკრეტული დანაშაული, არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა, მხოლოდ იმოტომ, რომ მას “ქურდი” ქვია..
წერს კოტე ინაშვილი

Comments
Loading...