კრედიტების კურსთან დაკავშირებით საზოგადოებაში ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა

ჩემი რამდენიმე ფრენდი აშეარებს ვინმე დავით ზარდიაშვილის მოსაზრებას, თითქოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა. ეს არის ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია. ამ მუხლის შინაარსი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ასე არის განმარტებული- ეს ეხება ფულის რეფორმას, ანუ როდესაც ხდება ფულის მოქმედი სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლა. უზენაესი სასამართლო პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ მუხლის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ადგილი აქვს ფულის დ ე ნ ო მ ი ნ ა ც ი ა ს, ვალუტის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას. ამათგან არც ერთი გარემოება დღეს არ არსებობს. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის ასოციაციის მიხედვით, აღნიშნული პრინციპის გამოყენება დამოკიდებულია დევალვაციის სიდიდეზე და სავალუტო ფონდის დამოწმებაზე.
ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელსაც ჭ სააგენტოები და ყ ექსპერტები ავრცელებენ.
გმადლობთ ყურადღებისთვის.


წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე, თამარ კაკაბაძე.

Comments
Loading...