,,კრიმინალურში ვმუშაობ, ნახეთ რას გიზამთ !” – ინციდენტი ,,ლას ვეგასში”

დღეს პეკინის ქუჩაზე მდებარე აზარტული თამაშების ობიექტში, ,,ლას ვეგასში,, ინციდენტი მოხდა. დილის 8 საათისკენ, ერთ-ერთმა კლიენტმა თანხა მოიგო, დაახლოებით 1000 ლარის ოდენობით. წყაროს ინფორმაციით მან ეჭვი შეიტანა კაზინოს თანამშრომელთა კეთილსინდისიერებაში და ამტკიცებდა რომ მოგებული თანხა ბევრად მეტი იყო, თავის მხრივ კაზინოს პერსონალი კლიენტს არწმუნებდა რომ მის მიერ მოგებული თანხა აპარატზე იყო დაფიქსირებული და სხვა, დამატებითი თანხის გადახდას ისინი არ აპირებდნენ. წყარო გვიყვება, რომ აღნიშნული დავა სერიოზულ შეხლა-შემოხლაში გადაზრდილა, ოპერატორებსა და განრისხებულ ლუდომანს შორის კი დაცვის თანამშრომლები ჩამდგარან. – კლიენტმა დაწესებულება დატოვა, მანქანისკენ წავიდა, ჩვენ რამოდენიმე ბიჭი გარეთ გამოვედით და კარგად დავინახეთ როგორ ამოიღო იარაღი იქვე მდგარი ავტომობილიდან, გამოიწია კარებისკენ დაცვის თანამშრომელს ემუქრებოდა, თან ყვიროდა კრიმინალურში ვმუშაობო, ნახეთ რას გიზამთო. დაწესებულებაში პანიკა ატყდა, დაცვამ ოპერატიული გამოიძახა, აგრესიული კლიენტის დაშოშმინება ვერ ხერხდებოდა – ადგილზე მოვიდა პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, ჩვენ შემთხვევის ადგილს ავერიდეთ. გვიყვება წყარო – ერთ-ერთი ვერსიით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ სამართალდამცავები, შეიარაღებული პირის მიმართ საქმე აღძრული არაა. სამწუხაროდ აღნიშნული პიროვნების ვინაობის დადგენას, ამ დროისთვის ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ.

Leave A Reply

Your email address will not be published.