კრიშტიანო რონალდოს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდოს ესპანეთის საგადასახადო თანხების დამალვაში ადანაშაულებს.

საგადასახადოს თქმით, რონალდოს 150 მილიონის ოდენობით გადასახადები აქვს დამალული.

როგორც საგადასახადოს გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მარია მოლეინედომ განაცხადა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პორტუგალიელ ვარსკვლავს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ბრალდებით კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ფორვარდს, ლიონელ მესის 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად კი ბრალდებულს, რომელსაც 2 წელზე ნაკლები აქვს პატიმრობა მისჯილი, გირაოს სახით თავისუფლდება. მესისა და მამამისს ესპანეთის საგადასახადო 5 მილიონის დამალვაში ადანაშაულებდა.

 

წყარო : ipress.ge

Comments
Loading...