კრწანისის რაიონში ბეტონის კედელი ჩამოიშალა

კრწანისის რაიონში, ივერიის ჩიხი N8-ში ბეტონის კედელი ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას pia.ge ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ “პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამგეობამ ავარიულ შენობაზე დაიწყო პრევენციული კონსერვაციის სამუშაოები.

ფაქტის ამსახველ ფოტომასალას 1tv ავრცელებს.

Comments
Loading...