კუბაში ფიდელ კასტროს პიროვნების კულტი აიკრძალა

კუბას პარლამენტმა, ქუჩების ან რაიმე დაწესებულების, ჯილდოების და სხვადასხვა ტიტულების სახელდებისას, ქვეყნის გარდაცვლილი ლიდერის ფიდელ კასტროს სახელის გამოყენება აკრძალა.

ფიდელ კასტროს ძმის, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის რაულ კასტროს თქმით, მისი ძმა წინააღმდეგი იყო საკუთარი პიროვნების გაკულტების და ეს კანონი მისი ნების შესრულებაა.

ფიდელ კასტრო 26 ნოემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი კუბას სათავეში თითქმის 50 წელი ედგა, ხოლო 2008 წელს თანამდებობა თავის ძმას რაულს გადაულოცა.

Leave A Reply

Your email address will not be published.